მთავარი
სერვისები

Tesla სერვისები

ორიგინალი ნაწილები, OEM პროგრამირება და დადასტურებული გამოცდილება.

დარეკვა · 500 12 12 77

PYRO კაფსულის შეცვლა (ორიგინალი)

ვცვლით მაღალი ძაბვის ბატარეის პიროტექნიკულ გამთიშველს (პიროკაფსულას) მხოლოდ ორიგინალი Tesla-ს ნაწილით. პროცედურა მოიცავს უსაფრთხო დემონტაჟს, ახალი კაფსულის მონტაჟს და სრულ ფუნქციურ შემოწმებას.

ელემენტის დიაგნოსტიკა და შეკეთება

ვატარებთ მაღალი ძაბვის ბატარეის სრულ დიაგნოსტიკას, ვაფასებთ თითოეული მოდულის მდგომარეობას და ვახდენთ დაზიანებული უჯრედების შეკეთებას ან ჩანაცვლებას.

სექციების შეცვლა და დაბალანსება

სუსტი ან დაზიანებული სექციების შეცვლა და სრული პაკეტის დაბალანსება — გარბენისა და დატენვის სიჩქარის აღსადგენად საქარხნო მაჩვენებლებთან ახლოს.

მოდულების პროგრამირება

ვაპროგრამებთ და ვაკონფიგურირებთ Tesla-ს მოდულებს OEM დონეზე — ახალი ნაწილის გააქტიურებიდან კონკრეტული ოფციების ჩართვამდე.

Airbag Crash Reset (-B/-E)

ვწერთ SRS მოდულის crash data-ს, ვამოწმებთ ერბაგების ქსელის მთლიანობას და აღვადგენთ უსაფრთხოების სისტემას სამუშაო მდგომარეობაში — -B და -E ვერსიების ჩათვლით.

SIM ბარათის გააქტიურება

ვააქტიურებთ ბორტკომპიუტერის SIM ბარათს, ვაბრუნებთ LTE/Connectivity ფუნქციებს — რუკები, ნავიგაცია, Over-the-Air განახლებები.

CCS2 მონტაჟი და გააქტიურება

ვამონტაჟებთ CCS2 ადაპტაციის კომპლექტს და ვააქტიურებთ მხარდაჭერას ბორტში — ევროპული სწრაფი დატენვის სადგურებთან თავსებადობისთვის.

ერბაგის ბლოკის Crash Data-ს წაშლა

ვმუშაობთ Bosch-ის restraint მოდულებთან, ვშლით crash data-ს და ვაბრუნებთ ბლოკს სამუშაო რეჟიმში — მათ შორის Tesla Model 3/Y-ის ნაწილი 1512876-00-E.